კატეგორიები

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატის მესამე დღეს 29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში 5 მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც შვედ ტომი მაციასს დაუპირისპირდა.

ფინალში ტომი მაციასმა სამი ყვითელი ბარათი მიიღო და ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი დაიმსახურა. ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია კრისტიანო რონალდოს ბოლო მატჩი მუნდიალზე
სხვა ამბები