მთავარიევროპახორვატიაწარმატებული ვაქცინაციის შედეგად ხორვატიაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება

წარმატებული ვაქცინაციის შედეგად ხორვატიაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება

ხორვატია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელშიც მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები თითქმის მთლიანად მოიხსნა.

სასტუმროები და რესტორნები იმ სტუმრებს იღებენ, რომლებმაც ქვეყანაში მოგზაურობა ტურისტული სეზონის დაწყებამდე რამდენი კვირით ადრე გადაწყვიტეს.

ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. თავიდან ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით დაიწყო, თუმცა ახლა წარმატებით მიმდინარეობს.

ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულის შუა რიცხვებისთვის ხორვატიის მოსახლეობის, რაც ოთხი მილიონია, 50 პროცენტი სრულად იქნება აცრილი.

 
ხორვატიაში ტურისტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან ჩამოდიან. მოგზაურობა ვაქცინაციის მოწმობის, COVID-19 ტესტის უარყოფითი პასუხის ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთების წარდგენის შემდეგაა შესაძლებელი.

[br]ოპატიის ტურიზმის საბჭოს წევრი გორან პავლოვიჩი თქმით
ტურიზმის სექტორში ვაქცინაცია დაწყებულია.

“სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებული ყველა პირი ვაქცინაციას იტარებს, რომ ტურისტებისგან ვირუსი არ გადაედოთ. ასევე გვაქვს კოვიდტესტის პუნქტები, სადაც ტურისტებს შეუძლიათ ქვეყნიდან გამგზავრებამდე ტესტი გაიკეთონ.“

ესპანეთში კი წარმატებული ტურისტული სეზონი იმ ქვეყნების რეგულაციებზეა დამოკიდებულია, რომლებიდანაც ტურისტები ჩამოდიან.

ორშაბათიდან ბრიტანელ ტურისტებს ესპანეთში მოგზაურობა ყოველგვარი შეზღუდვებისა თუ ჯანმრთელობის სერთიფიკატების წარდგენის გარეშე შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი დიდ ბრიტანეთმა ყვითელ ზონად გამოაცხადა, ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა ანდალუსიაში, მუსიასა და ვალენსიაში დღითიდღე იზრდება.

მალიორკაში მდებარე პატარა ქალაქი მაგალუფი, რომელსაც ძირითადი შემოსავალი ბრიტანელი ტურისტებისგან აქვს, თითქმის ერთი წელია დაკეტილია. გასულ თვეში კი შიდა ტურიზმის შედეგად, რამდენიმე რესტორანი, ბარი თუ ტანსაცმლის მაღაზია გაიხსნა. თუმცა ტრადიციული სადღესასწაულო ატმოსფერო აქ მაინც არ იგრძნობა, რადგან ქალაქი ჯერ კიდევ ცარიელია.

რესტორნის მფლობელი ხოსე პარდო ამბობს, სახალისო ქალაქში სახალისო განწყობა არ არის.

“აქ მხოლოდ ის ესპანელები არიან, რომლებიც უქმეებზე ჩამოდიან, სხვა ტურისტებს ვერ ნახავთ. შესაბამისად, მხოლოდ ორი სასტუმრო მუშაობს“, – ამბობს რესტორნის მფლობელი ხოსე პარდო.

ვაქცინის პასპორტის შემოღებასთან ერთად, ესპანეთში იმედოვნებენ, რომ სიტუაციაც გამოსწორდებოდა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი პრობლემა. თუ ბრიტანეთის მთავრობა შეზღუდვებს არ შეამსუბუქებს, ქვეყანაში დაბრუნებულ ბრიტანეთის მოქალაქეებს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend