კატეგორიები

ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა

ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა

ჩრდილოეთ კაიროში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 11 ადამიანი, 100-მდე კი დაშავდა.

მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები – მაშველები გადარჩენილებს ეძებენ. მგზავრების განცხადებით, მატარებელი უბედურ შემთხვევამდე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

დაკავებულია მატარებლის მძღოლი და თანაშემწე. ეგვიპტეში სარკინიგზო ავარია ბოლოს მიმდინარე წლის მარტში მოხდა. მაშინ ერთმანეთს ორი მატარებელი დაეჯახა. ეგვიპტეში ავარიები და უბედური შემთხვევები ხშირია, რადგან სარკინიგზო სისტემა გაუმართავი და ძველია.

Related news
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეგვიპტეში ჩავიდა მსოფლიო ლიდერები ეგვიპტის გლობალურ სამიტზე ღაზის აღდგენის გეგმის განსახილველად შეიკრიბნენ
სხვა ამბები