კატეგორიები

კაიროს სამხრეთით ორი მატარებლის შეჯახების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 125-ზე მეტი კი დაშავდა

კაიროს სამხრეთით ორი მატარებლის შეჯახების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 125-ზე მეტი კი დაშავდა
8 ნოემბერს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს სამხრეთით, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და 125-ზე მეტი დაშავდა.

ეგვიპტის რკინიგზის სამსახურმა განაცხადა, რომ გიზადან ფაიუმში მიმავალი მატარებელი კაიროდან ასუანისკენ მიმავალ მატარებელს შეეჯახა.

ერთ-ერთი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, თუმცა გავრცელებულ ცნობებეში არ არის დაკონკრეტებული რომელი მატარებელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულები სამკურნალოდ ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

„ბოლო ვაგონში რამდენიმე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თუმცა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები იმ მატარებელშიც იყვნენ, რომელიც უკნიდან მოდიოდა — ისინი შიგნით იყვნენ ჩარჩენილები. მათი გამოყვანა მოხერხდა, თუმცა სამწუხაროდ ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენ“. - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, აიმან ჯამალი.

ნამსხვრევების გასაწმენდად და მატარებლების მოძრაობის რაც შეიძლება მალე აღსადგენად ადგილზე შესაბამისი სამსახურები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და ამწეები გაგზავნეს.

ეგვიპტის 110 მილიონიანი მოსახლეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რკინიგზის ტრანსპორტზე, თუმცა ქსელი რომელიც ერთ-ერთი უდიდესია აფრიკაში, - არაერთხელ დაზარალდა სასიკვდილო ავარიების შედეგად.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეგვიპტემ მილიარდობით დოლარი დახარჯა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებაზე, მათ შორის ახალი მარშრუტებისა და რკინიგზის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე, თუმცა ამის მიუხედავად ჯერ კიდევ არ მომხდარა მოძველებული რკინიგზის ქსელის დიდი ნაწილის რემონტი და განახლება.

დაკავშირებული ამბები
კაიროს სამხრეთით ორი მატარებლის შეჯახების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 125-ზე მეტი კი დაშავდა იუტას შტატი, აშშ