მთავარიბრიუსელის ბიუროევროკავშირმა, შესაძლოა, ვაქცინების ექსპორტის შეზღუდვა გაახანგრძლივოს

ევროკავშირმა, შესაძლოა, ვაქცინების ექსპორტის შეზღუდვა გაახანგრძლივოს

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყებასთან ერთად კვლავ აქტუალურია ვაქცინების განაწილების საკითხი. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებიც ვაქცინას აწარმოებენ, ექსპორტზე უფრო მეტი ვაქცინა გააქვთ, ვიდრე ევროკავშირში რჩება. 25 მარტს ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან და, სავარაუდოდ, ვაქცინების ექსპორტის შეზღუდვების საკითხს განიხილავენ.

იმ დროს, როდესაც ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მწვავდება საკითხი ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით, ხუთშაბათს ევროპის ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს და, სავარაუდოდ, გაახანგრძლივებენ აკრძალვას ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ვაქცინის განაწილების კონტროლის მექანიზმებსაც.

ნიდერლანდებში არსებული „ასტრაზენეკას“ საწარმო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის კონკურენცია წარმოიქმნა აღნიშნულ საწარმოში წარმოებულ ვაქცინასთან დაკავშირებით.  ოფიციალური პირები ბრიუსელში აცხადებენ, რომ მათ შეიძლება დაბლოკონ ნიდერლანდების საწარმოში წარმოებული ვაქცინების ექსპორტი.

 

თუმცა ბრიუსელში გაღიზიანება ამით არ მთავრდება. ისინი განიხილავენ  ყველა იმ წევრი ქვეყნის ქმედებას, რომლებიც ვაქცინას აწარმოებენ და დიდი რაოდენობით აწვდიან ვაქცინას  დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად, ნაკლები რჩება ევროკავშირს.

მაროს სეფკოვიჩი, ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ინტერინსტიტუციური ურთიერთობების საკითხებში,  აცხადებს, რომ ევროკავშირმა ერთხელ უკვე შეზღუდა ვაქცინის ექსპორტი იტალიიდან ავსტრალიაში, რადგან ევროპა ჩამორჩა ვაქცინაციის ტემპს რესურსების არქონის გამო. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ვაქცინები ახლა მათ უფრო სჭირდებათ და დროებით უნდა შეჩერდეს ვაქცინების ექსპორტი.

ევროპის ქვეყნებში სწრაფად ვითარდება კორონავირუსის მესამე ტალღა, ვირუსთან საბრძოლველად კი ქვეყნებს არ გააჩნიათ ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ბლოკის საზიანოდ „ასტრაზენეკას“ ხელმძღვანელობამ განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი დაპირებები მისცა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend