კატეგორიები

ამერიკის შეერთებული შტატები მიანმარს დამატებით სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები მიანმარს დამატებით სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები მიანმარს დამატებით სანქციებს უწესებს. შეზღუდვებს აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტი მიანმარის შინაგანს საქმეთა და თავდაცის სამინისტროებს, ასევე სამხედროებთან დაკავშირებულ ორ კორპორაციას დაუწესებს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციელები დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს და ცრემლსადენ გაზს იყენებენ. გაერო-ს ბოლო მონაცემებით, მიანმარში საპროტესტო აქციების მსვლელობის დროს დაღუპულია 54 ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვებიც. ათასობით ადამიანი დაჭერილია. მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

Related news
მიანმარში სამაშველო სამუშაოები გრძელდება მიანმარში მაშველები მესამე დღეა ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ
სხვა ამბები