კატეგორიები

იტალიაში ვულკანი ეტნა კვლავ გააქტიურდა

იტალიაში ვულკანი ეტნა კვლავ გააქტიურდა

იტალიაში, სიცილიაზე მდებარე მოქმედი ვულკანი ეტნა, კვლავ გააქტიურდა. ამ მიზეზით კატანიის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა. ვულკანი საშუალოდ სამ თვეში ერთხელ ამოაფრქვევს ლავას და სტატისტიკურად დაახლოებით 150 წელიწადში ერთხელ ახლოს მდებარე რომელიმე დასახლებას ანადგურებს. ლავის ამოფრქვევას სქელი ფერფლის ღრუბლის წარმოქმნა მოჰყვება.

მიუხედავად ამისა, ეტნა პოპულარული ტურისტული მიმართულებაა იტალიაში. მის სანახავად ხალხი ძირითადად ღამე მიდის – მისი ნახვა ამ დროს განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

დაკავშირებული ამბები
სიცილიის ერთ-ერთი მუზეუმიდან ანტონელო და მესინას ოთხი ნამუშევარი მოიპარეს იტალიაში აცხადებენ, რომ შენგენის რეჟიმის შეჩერება არ ყოფილა ესპანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული
სხვა ამბები