კატეგორიები

იტალიის პოლიციამ 55 ქართველი დააკავა

იტალიის პოლიციამ 55 ქართველი დააკავა

იტალიის პოლიციამ კრიმინალური სქემა გამოააშკარავა – დაკავებული 62 პირიდან 55 ქართველია.საუბარია დამნაშავეებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის კრიმინალურ დაჯგუფებაში იყვნენ ჩართულები და მონაწილეობდნენ ძარცვაში, ქურდობასა და მკვლელობაში. სქემის გამოსარკვევად იტალიელი სამართალდამცველები 3 წელი მუშაობდნენ.

იტალიური მედიის ცნობით, კრიმინალური დაჯგუფება ძირითადად ქალაქ რეჯო-ემილიაში მოქმედებდა. ისინი ბინებს “ქართული მეთოდით” ქურდავდნენ და კარის საკეტებს სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით კვალის დატოვების გარეშე ტეხდნენ.

მოპარული ნივთების დიდი ნაწილი მეორე კრიმინალური დაჯგუფების მიერ უკრაინაში იგზავნებოდა.

ამ დროისთვის სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად. დაჯგუფება თანამშრომლობდა უნგრეთთან, ბელგიასა და პოლონეთთან – შესაბამისად, იტალიური პრესის ცნობით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ 35 ეჭვმიტანილი იძებნება.

დაკავშირებული ამბები
იტალიამ ქვეყნიდან ორი რუსი სამხედრო ატაშეს გაძევების გადაწყვეტილება მიიღო იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში პარტნიორობა შეაჩერა
სხვა ამბები