მთავარისპორტიშენგელიას 20 ქულა და „ცსკას“ გამარჯვება

შენგელიას 20 ქულა და „ცსკას“ გამარჯვება

ევროლიგის 22-ე ტურის მატჩში მოსკოვის „ცსკა“ ბერლინის „ალბას“ ეწვია და დაძაბულ შეხვედრაში 81:78 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის „ცსკას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 26 წუთი გაატარა. გამოცდილი ფორვარდი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, მან 20 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა მოაგროვა. კარგი თამაში ჰქონდა ნიკოლა მილუტინოვს. სერბმა ორმაგი დუბლი (10 ქულა, 11 მოხსნა) მოაგროვა, დანიელ ჰაკეტმა კი 13 ქულას მოუყარა თავი. „ალბადან“ პეიტონ სივა იყო გამორჩეული 15 ქულით.

ქართველ ფორვარდს ამ მატჩის შემდეგ ევროლიგაში 2000 ქულა მოუგროვდა.

16 მოგებითა და 6 მარცხით „ცსკა“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. „ალბა“ კი 8 გამარჯვებითა და 14 წაგებით მეთხუთმეტე ადგილზეა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend