მთავარიCOVID-19პანდემიის შედეგად თავშესაფარში უამრავი ცხოველი მოხვდა

პანდემიის შედეგად თავშესაფარში უამრავი ცხოველი მოხვდა

კორონავირუსის პანდემიის შედეგად, ბევრა ადამიანმა მარტოობასთან გასაკმლავებლად ოთხფეხა მეგობრებს მიმართეს, თუმცა შინაურ ცხოველზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ყველას ერთნაირი არ აღმოაჩნდა. სწორედ ამიტომ უამრავი შინაური ცხოველი ცხოველთა თავშესაფარში მოხვდა, სადაც  კეთილი ადამიანების დახმარებით მათთვის უკეთესი პატრონის მოძიებას ცდილობენ.

 

 

კარანტინის დროს მარტოობის გამო ბევრ ადამიანს გაუჩნდა სურვილი,  ოთხფეხა მეგობარი ჰყოლოდა. პანდემიის დაწყებიდან მილიონობით შინაური ცხოველი გაიყიდა. თუმცა ახლა ბევრი შემთხვევაა, როდესაც გაღიზიანებული პატრონები თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს ცუდი ყოფაქცევის გამო თავშესაფარში ტოვებენ. ამ მოვლენებით დაინტერესდა საფრანგეთის ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია. ორგანიზაციის წარმომადგენლები მყიდველებს კითხვარის შევსებას სთხოვენ. მათ სურთ, ცხოველები ისეთ პატრონებს ჩააბარონ, რომლებიც იზრუნებენ მათზე და არ გამოაგდებენ.

პენსიონერი ჯოსლინი კატების აყვანას აპირებს და აცხადებს რომ მასტან ცხოველებს არასდროს მოაკლდებათ სიყვარული სითბო და საკვები.

ცხოველთა თავშესაფარის დირექტორის, მარი-ლაურა კარონის, განცხადებით ცხოველთა აყვანის მსურველებს სპეციალური კითხვარის შევსება მოუწევთ რომ უკეთესად გაერკვნენ თუ რომელი ცხოველი როგორ ადამიანს შეეფერება.

ორგანიზაცია ახალ პატრონებს ცხოველების აყვანის შემდეგაც ჰპირდება დახმარებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend