კატეგორიები

მსოფლიო ლიდერები ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

მსოფლიო ლიდერები ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

მოსკოვის აეროპორტში რუსი ოპოზიციონერის დაკავებას ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოხმაურება მოჰყვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტვიტერში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც აღნიშნავს, რომ დიდად შეწუხებულია რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

“თავდაჯერებულ პოლიტიკურ ლიდერებს კონკურენტების არ ეშინიათ, მათ წინააღმდეგ არც ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ და არც თავისუფლებას უზღუდვენ”, — წერს პომპეო.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, რომ ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და რუსეთმა მისი სუაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

“პოლიტიკური ოპონენტების დაკავება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება”, — აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბის თქმით, რუსეთმა ნავალნი კი არ უნდა დააკავოს, არამედ აგვიხსნას, თუ როგორ დაესხნენ მას თავს რუსეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღით.

რუსეთის მთავრობამ არაერთხელ უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლაში ხელისუფლება არ არის დამნაშავე.

Related news
ევროკავშირი რუსულ ტანკერებზე შეზღუდვების დაწესებას G7-ის გარეშეც განიხილავს ფრანგული სტარტაპი სამედიცინო რეაბილიტაციაში ახალ სიტყვას ამბობს
სხვა ამბები