კატეგორიები

„ტოტენჰემი“ „კარაბაოს თასის“ ფინალში ითამაშებს

„ტოტენჰემი“ „კარაბაოს თასის“ ფინალში ითამაშებს

ავტორი: გიორგი სანაძე

ინგლისის ლიგის თასის –  „კარაბაოს თასის“ ნახევარფინალში ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ბრენტფორდი“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში „დეზების“ ფრანგმა ნახევარმცველმა, მუსა სისოკომ გახსნა, მეორე გოლი კი კორეელმა ჰონ-მინ სონმა გაიტანა.

„ტოტენჰემმა“ ბოლოს ტიტული 13 წლის წინ მოიგო, ამიტომაც გუნდისთვის ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო, რაც მატჩში გუნდის შემადგენლობაზეც აისახა. ჟოზე მაურინიომ „ბრენტფორდის“ წინააღმდეგ „ტოტენჰემი“ ოპტიმალური შემადგენლობით ათამაშა.

„განსაკუთრებულს“ ეს ჩემპიონატი 4-ჯერ აქვს მოგებული, 3-ჯერ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, ერთხელ კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად მოიგო.

ფინალში „ტოტენჰემის“ მეტოქე მანჩესტერული გუნდი იქნება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდებიან.

 

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები