მთავარიმსოფლიოევროპაბავარიაში ნებელჰორნის მთაზე თოვლი მოვიდა

ბავარიაში ნებელჰორნის მთაზე თოვლი მოვიდა

ყველასთვის მოულოდნელად 12 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა 2234 მეტრის სიმაღლის ნებელჰორნის მთაზე, რომელიც ბავარიაში მდებარეობს. უჩვეულო მოვლენის გამო ადგილობრივები და ტურისტები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ღამის განმავლობაში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, რამაც მთის თავზე  წამოსული წვიმა თოვლად აქცია, ეს კი იმ დროს ხდება, როდესაც ირგვლივ, მთის ძირასაც კი,  ჯერ კიდევ სიმწვანეა.

მიმდინარე კვირის განმავლობაშიც წვიმიანი და ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც წესი, ობერსტდორფ-ფელჰორნში საშუალო სიმაღლეზე ივლისში ტემპერატურა  13.5-იდან 15.5 გრადუსამდე მერყეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend