მთავარიმსოფლიოევროპაწყალდიდობას ევროპაში მსხვერპლი მოჰყვა

წყალდიდობას ევროპაში მსხვერპლი მოჰყვა

ცენტრალურ ევროპაში რამდენიმედღიანმა წვიმამ თავისი შედეგი გამოიღო. ჩრდილოეთ იტალიაში 14 მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე დასახლებები, გზები და რკინიგზა დატბორა.

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ზოგი კი დაკარგულად ითვლება. იტალიური მედიის ინფორმაციით, ემილია-რომანიის რეგიონში 36 საათში 6 თვის ეკვივალენტი ნალექი მოვიდა. ზოგიერთ ადგილას კი 500 მილიმეტრზე მეტი ნალექი იყო.

საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები სახლებში ჩარჩენილი მოსახლეობის დახმარებასა და გამოყვანას ცდილობენ.

ზოგიც კი წყლის მოვარდნის გამო ტალახისგან თავის სახლს ასუფთავებს.

ჩეზენის მკვიდრნი ამბობენ, რომ  ადრეც ყოფილა წყალდიდობები, თუმცა ასეთი რამ არასდროს უნახავთ. მათი თქმით, ვერტმფრენები მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ სამაშველო ოპერაციაში იყვნენ ჩართული.

ამინდმა სპორტიც არ დაინდო. გადაიდო „ფორმულა ერთის“ იმოლას გრან-პრის ეტაპი.

წყალდიდობა მხოლოდ იტალიაში არ ყოფილა. უხვი ნალექი მოვიდა, სერბეთში, ხორვატიასა და სლოვენიაში.

დაზიანდა სახლები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და ავტომობილები. მოსახლეობა დახმარებისთვის მთავრობას მიმართვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend