დიდ ბრიტანეთში გაერთიანებული სამეფოს მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. ისინი კვლავ ცდილობენ პარტიის წევრებს შორის მხარდაჭერის მოპოვებას.
ლიზ ტრასმა და რიში სუნაკმა საზოგადოებას თავიანთი ხედვები გააცნეს გადასახადების განაკვეთებთან, ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურთან, განათლებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.
კონსერვატიული პარტიის წევრები დღეს უკვე მიიღებენ ბიულეტენებს, შესაბამისად, ცვლილებების შეტანის დრო მალე ამოიწურება.
რბოლას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს, მაგრამ ორივე მხარე ელის, რომ ვადაზე ადრე მიიღებს კუთვნილ ხმას.
რეგისტრირებულმა მხარდამჭერებმა, 160,000-მა წევრმა, 2 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერი ბიულეტენი.
ამასობაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბორის ჯონსონი სხვა საქმით არის დაკავებული.
მან და მისმა მეუღლე კერიმ საქორწილო წვეულება გამართეს სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში მთავარი კონსერვატიული პარტიის დონორის კერძო საკუთრებაში არსებულ დაწესებულებაში.
წყვილი შარშან ვესტმინსტერის საკათედრო ტაძარში დაქორწინდა.