მთავარიEuropean Unionრუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. ავსტრიამ მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გამო აღმოსავლეთ ევროპის ორი ქვეყნის გაწევრებაზე დადებული ვეტო მოხსნა. შეთანხმება გულისხმობს შიდა სახმელეთო საზღვრებზე გამკაცრებული შემოწმების გაუქმებას, თუმცა გარკვეული რეგულაციები მაინც დარჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ისინი 2025 წლის დასაწყისისთვის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან, უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში მაინც გააკონტროლებს რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვრებზე ვითარებას“, – ამბობს საილა ჰეინიკოსკი, ფინური საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ექსპერტი.

შენგენის ზონის წევრმა რვა ქვეყანამ აღადგინა შიდა სასაზღვრო კონტროლი. მათ შორის გერმანიამ და ახლახან, ნიდერლანდებმაც, რომლის მთავრობაც ამტკიცებს, რომ უკანონო მიგრაცია დანაშაულის ზრდის რისკს ქმნის.

ამ კონტროლის აღდგენის გასამართლებლად წევრმა ქვეყნებმა დეტალური ანგარიში ევროკომისიას უკვე გაუგზავნეს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი უფრო პოლიტიკური გზავნილია.

„როგორც ჩანს, სულ უფრო მეტი ქვეყანა აწესებს შიდა სასაზღვრო კონტროლს. არ ვიცი, რამდენად რეალურია ის რისკები, რომლებზეც საუბრობენ და რამდენად ეფექტურია ამ რისკების პრევენცია სასაზღვრო კონტროლით. ვფიქრობ, ამ ნაბიჯებით მთავრობები ცდილობენ, საზოგადოებას აჩვენონ, რომ რაღაცას აკეთებენ“, – ამბობს საილა ჰეინიკოსკი.

შენგენის ზონა შეიქმნა იმ პირობით, რომ წევრი ქვეყნების საზღვრები გაძლიერდებოდა, თუმცა როდესაც საკითხი მიგრაციას ეხება, ეს პირობა და ნდობა წევრებს შორის ეჭვქვეშ დგება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend