ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეიტანა.
Following the parliamentary elections in Georgia, I intend to put Georgia on the agenda of the informal #EUCO in Budapest.
We note the OSCE/ODIHR preliminary assessment and call on the Central Election Commission and other relevant authorities to fulfil their duty to swiftly,…
— Charles Michel (@CharlesMichel) October 27, 2024
როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა, სავარაუდო საარჩევნო დარღვევები სერიოზულად უნდა იყოს გამოძიებული და უნდა გამოსწორდეს.
მისივე შეფასებით, ამჟამად უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში. „საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავწყვიტე საქართველოს საკითხის შეტანა ბუდაპეშტში დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და მათთან დაკავშირებული ბრალდებები”.
I just spoke with @Zourabichvili_S following Georgia’s elections.
Moldova stands with all Georgians fighting for freedom, democracy and a European future.
— Maia Sandu (@sandumaiamd) October 28, 2024
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ის ახლახან ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს არჩევნების შესახებ. „მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის“.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. მისი თქმით, ვიქტორ ორბანი დღეს საქართველოში დიდი ალბათობით იმისთვის ჩამოდის, რომ საკუთარი მხარდაჭერა დაუდასტუროს საქართველოს ხელისუფლებას. მისივე განმარტებით, რაც არ უნდა თქვას ვიქტორ ორბანმა თავისი ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს.