მთავარისაქართველოსაქართველოდან ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში 500 ტონა ლურჯი მოცვი გაიყიდება

საქართველოდან ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში 500 ტონა ლურჯი მოცვი გაიყიდება

ლურჯი მოცვის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმება საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და კომპანია Wonderland Farms შორის გაფორმდა და სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ქართული ლურჯი მოცვით მომარაგებას ითვალისწინებს.

ეს გარიგება შედგა უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სოფლის განვითარების სააგენტო და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა.

კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამის, „დანერგე მომავლის“, ფარგლებში 2015-2024 წლებში ლურჯი მოცვი 3 ათასამდე ჰექტარზე გაშენდა. პროექტზე ჯამურად 50 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მარტო 2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტზე 25,5 მილიონი დოლარის ლურჯი მოცვი გავიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend