მთავარიაზიაღაზაღაზის სამხრეთის ქალაქ ხან-იუნისში 50-მდე პალესტინელის საერთო სამარხი აღმოაჩინეს

ღაზის სამხრეთის ქალაქ ხან-იუნისში 50-მდე პალესტინელის საერთო სამარხი აღმოაჩინეს

ღაზის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სამხრეთის ქალაქ ხან-იუნისში 50-ამდე პალესტინელის საერთო სამარხი აღმოაჩინეს.

ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ 150 ადამიანი იყოს დამარხული.

ისრაელის თავდაცვის ძალები ხან-იუნისიდან ორი კვირის წინ გავიდნენ. „ჰამასის“ გასანადგურებლად დაწყებული რამდენიმეთვიანი ბრძოლის შედეგად, ქალაქის უდიდესი ნაწილი ნანგრევებად იქცა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ  „ჰამასზე“ კვლავ მიიტანს იერიშს. მისი თქმით, მათი მისია მძევლების გათავისუფლებაა.

21 აპრილს ისრაელის არმიის სპიკერმა, დანიელ ჰაგარა განაცხადა, რომ ებრაული დღესასწაულის, პასექის, წინ, რომელიც ორშაბათს საღამოს უნდა დაიწყოს, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.

მისი თქმით,  ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისრაელის სახელმწიფოს საზღვრების მთელ სიგრძეზე განლაგებული არიან ქვეყნის თავდაცვის ძალები.  იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, დღესასწაულის დროს  ფხიზლად იყვნენ და დაიცვან შიდა ფრონტის სარდლობის დირექტივები.

ისრაელში კი საპროტესტო აქცია გაიმართა ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით.

ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება ასამდე მძევალი. 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, თითქმის ყოველკვირა იმართება მასშტაბური აქციები. დემონსტრანტები მთავრობისგან უფრო ქმედით ნაბიჯებს მოითხოვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend