უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებშია, სადაც ის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს სამშვიდობო გეგმის განხილვას. მან „ძალიან ეფექტური“ უწოდა აშშ-ის ჩართულობით შედგენილ იმ სამშვიდობო გეგმას, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ბერლინში განიხილავდნენ. თუმცა ისიც თქვა, რომ ზოგიერთი ძირითადი საკითხი კვლავ გადაუჭრელი და ბუნდოვანი რჩება.
„ამერიკელმა პარტნიორებმა გუშინ ევროპის რეაქციაც იხილეს. ახლა კი, ამერიკული მხარე დაუკავშირდება რუსულ მხარეს და ამის შემდეგ შეერთებულ შტატებში შეხვედრაც გაიმართება. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში, შესაძლოა შაბათ-კვირას, ან შესაძლოა ცოტა მოგვიანებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება. პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ სისხლისღვრის შესაჩერებლად, არამედ რუსეთ-უკრაინის საზღვრებთან არსებული სიტუაციის შესაცვლელად, რათა არ არსებობდეს კიდევ ერთი ომის დაწყების შესაძლებლობა“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდებში ვიზიტისას ასევე იმყოფებოდა აარდენბურგის სამხედრო რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა.

