მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარითბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობა

თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობა

20 და 21 დეკემბერს საქართველოს წიგნის ასოციაცია წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ ღონისძიებაზე – თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობაზე ეპატიჟება მკითხველს, რომელიც „ექსპო ჯორჯიას” მე-4 და მე-5 პავილიონებში გაიმართება.

თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობა წიგნის მოყვარულებს, ტრადიციულად, სთავაზობს ახალი გამოცემების პრეზენტაციებს, შეხვედრებს ქართველ ავტორებთან, მრავალფეროვან ლიტერატურულ და საზოგადოებრივ პროგრამას, პანელურ დისკუსიებს, საბავშვო ღონისძიებებს.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ბაზრობის შესახებ საქართველოს წიგნის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა დალაქიშვილმა და გამომცემლობა „მატარებლის” დამფუძნებელმა, მიხეილ ციხელაშვილმა ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend