მთავარიკულტურადასახელდა ყველაზე გამაღიზიანებელი საშობაო სიმღერები

დასახელდა ყველაზე გამაღიზიანებელი საშობაო სიმღერები

შობის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება სადღესასწაულო სიმღერებიც, სწორედ ამიტომ Google Trends-ის მონაცემებსა და 1250 ამერიკელის გამოკითხვაზე დაყრდნობით, FinanceBuzz-მა წარმოადგინა კვლევა, რომელშიც შესულია 10 ყველაზე გამაღიზიანებელი სადღესასწაულო სიმღერა.

ამ სიაში პირველი ადგილი მერაია ქერის ერგო, სიმღერისთვის All I Want For Christmas Is You, რომელიც 1994 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ფაქტობრივად შობის განუყოფელი ნაწილია.


.

მეორე ადგილს იკავებს სიმღერა ანიმაციური ფილმიდან „ელვინი და თახვები”, რომელიც 1958 წელს გამოვიდა.

სამეულს კი ყველაზე გამაღიზიანებელ საშობაო სიმღერებს შორის ასრულებს ბევრისთვის საყვარელი ხოსე ფელიციანოს  Feliz Navidad. პირველად ის 1970 წელს გამოვიდა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სადღესასწაულო ჰიტია მთელ მსოფლიოში.

ამ ათეულში მოხვდნენ: ბერლ აივსი კომპოზიციით A Holly Jolly Christmas, Baby It’s Cold Outside, Deck The Halls; ჯონ ლენონი და იოკო ონო – Happy Xmas (War Is Over), White Christmas, პოლ მაკარტნი – Wonderful Christmastime და Do You Hear What I Hear?

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend