მთავარიმსოფლიო„ახლა ომის დასრულებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე“ - დონალდ ტრამპი

„ახლა ომის დასრულებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე“ – დონალდ ტრამპი

უკრაინაში რუსეთის ომის შესაჩერებლად მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკაბები ევროპელი ლიდერების ჩართულობით, გერმანიის დედაქალაქში გუშინ, 15 დეკემბერსაც გაგრძელდა.

„უკრაინაში მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 დეკემბერს თეთრ სახლში განაცხადა.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. კარგი საუბარი გვქონდა, თითქოს საქმეები კარგად მიდის, თუმცა ამას უკვე დიდი ხანია ვამბობთ“, – უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა მედიას.

ერთი საათის წინ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ევროპელ ლიდერებთან. განხილვის თემა ძირითადად  რუსეთისა და უკრაინის ომი იყო.  ეს იყო ხანგრძლივი დისკუსია და, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მიდის. თუმცა ამის შესახებ უკვე დიდი ხანია ვამბობთ.  ეს რთული საკითხია. უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით უსაფრთხოების პროტოკოლი შესანიშნავი იყო. საკმაოდ დიდხანს ვესაუბრე  პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე გერმანიის, იტალიის, NATO-ს, ფინეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, ნორვეგიის, დანიისა და ნიდერლანდების ხელმძღვანელებს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი აზრით, საქმე საკმაოდ კარგად მიდის. გასულ თვეს 27 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არ უნდა მომხდარიყო. ამდენჯერმე ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ომის დასრულებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მედიასთან.

ტრამპმა ისიც თქვა, რომ ევროპელი ლიდერებისგან დიდი მხარდაჭერა აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ამ ბოლო დროს ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა – „დიახ, ვესაუბრე“.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend