საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის ცოდნის ჰაბი შეიქმნა. ესაა ციფრული სივრცე, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ცირკულარულ გადაწყვეტებზე როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. CENN-ის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი პორტალი მიზნად ისახავს საქართველოს უფრო წრიული, რესურსეფექტიანი და მდგრადი მომავლისკენ სვლის დაჩქარებას.
ცოდნის ჰაბის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობასა და ინფორმირებას, რათა შესაძლებელი გახდეს ნარჩენების მართვის გადააზრება, წრიულ პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირება და წარმოებისა და მოხმარების ისეთი გონივრული მოდელების შექმნა, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანებისა და პლანეტის ხვალინდელ დღეზე.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ცირკულარული ეკონომიკის ცოდნის ჰაბის შესახებ CENN-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანა პეტრიაშვილმა ისაუბრა.

