კატეგორიები

ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით რადაში კონსულტაციებს მართავს

ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით რადაში კონსულტაციებს მართავს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით უკრაინის რადას წარმომადგენლებს ესაუბრა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინას „მსგავსი ზეწოლა არ სჭირდება, განსაკუთრებით პარტნიორი ქვეყნებისგან“. მისივე განცხადებით, მსგავსი პოლიტიკური და სამართლებრივი გამოწვევა უკრაინამ თავად უნდა გადაჭრას და მას ამის ძალა შესწევს.

„ვესაუბრე უკრაინის რადას წარმომადგენლებს. ჩვენ გვქონდა არსებითი დისკუსია. უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის სპეკულაციებს ვერ დავუშვებ. თუ ჩვენი პარტნიორები – მათ შორის ჩვენი მთავარი პარტნიორი, ვაშინგტონში ასე კონკრეტულად საუბრობენ უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესახებ, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნებზე, ჩვენ ყველა კითხვასა და ეჭვს სამართლებრივი პასუხები უნდა გავცეთ,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მისი განცხადებით, რუსეთი ჩინეთზეა დამოკიდებული და ყველაფერს აკეთებს, რომ ომი გაახანგრძლივოს.

„უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსისგან მივიღე ანგარიში, მათ შორის მტრის ეკონომიკური მდგომარეობისა და რუსეთის ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების შესახებ. რუსეთის ისტორიის მანძილზე, ჩინეთისთვის ან სხვა რომელიმე დიდი ძალისთვის, არავის არასდროს დაუთმია სუვერენიტეტი ამ მასშტაბით. გასაოცარია, რამდენს იხდის პუტინი მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ამ ომის დასრულება. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ძალა, რომ დაასრულოს ეს ომი – რუსეთს ამის გაკეთება აიძულოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები