კატეგორიები

TIME-ის 2025 წლის ადამიანად „ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები“ დასახელდნენ

TIME-ის 2025 წლის ადამიანად „ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები“ დასახელდნენ
TIME-ის 2025 წლის ადამიანად „ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები“ დასახელდნენ. „მოაზროვნე მანქანების ეპოქის შექმნისთვის, კაცობრიობის გაოცებისა და შეშფოთებისთვის, აწმყოსა და მომავლის გარდაქმნისათვის“-  ასე დაასაბუთა ცნობილმა გამოცემამ საკუთარი გადაწყვეტილება.

TIME-ი აღნიშნავს, რომ 2025 წელს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი „ხმაურით გამოჩნდა“, თანაც უკან დასახევი გზის გარეშე.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა წელს ნამდვილად მიიქცია მსოფლიოს ყურადღება და არაერთ სფეროში შეიჭრა, TIME-ის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის გასაკვირი ნაკლებად უნდა იყოს.

„წლის ადამიანად დასახელება ძლიერი საშუალებაა, რათა მსოფლიოს ყურადღება მივმართოთ იმ ადამიანებისკენ, ვინც ჩვენს ცხოვრებას ცვლის“, – დაწერა TIME-ის მთავარმა რედაქტორმა, სემ ჯეიკობსმა გადაწყვეტილების განმარტებაში. „და წელს არავის ჰქონია უფრო დიდი გავლენა, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებმაც წარმოიდგინეს და შექმნეს AI.“

Related news
ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები