კატეგორიები

მოსკოვზე დრონებით იერიშებმა ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავის ბორტს პრობლემები შეუქმნა

მოსკოვზე დრონებით იერიშებმა ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავის ბორტს პრობლემები შეუქმნა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვის ნაცვლად, იძულებით სანქტ-პეტერბურგში დაეშვა.

მიზეზი კი რუსეთის დედაქალაქის აეროპორტებზე უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმა იყო.

მანამდე, სამთავრობო ბორტი ტვერის ოლქის თავზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დაფრინავდა, რის შემდეგაც ის მოსკოვის „პულკოვოს“ აეროპორტში გადაამისამართეს, თუმცა ბორტს მიღებაზე უარი განუცხადეს.

ინფორმაცია დაადასტურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაგდასარიანმა, რომელმაც თქვა, რომ ინციდენტი აღმოფხვრილია და, ვითარების დასტაბილურების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევრაზიული კავშირის მთავრობათაშორის შეხვედრასა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენციაში.

დაკავშირებული ამბები
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 919-მდე გაიზარდა, 4793 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა ირანმა იორდანიაში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე საჰაერო იერიში მიიტანა
სხვა ამბები