რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვმა ვაშინგტონს, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, დამატებითი შეთავაზებები გაუგზავნა. რა წერია კრემლის ახალ ნააზრევში, უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ მისი შინაარსი, კოლექტიურ უსაფრთხოებით გარანტიებს ეხება.
ლავროვის განცხადებით, რუსეთი მოითხოვს შეთანხმებათა იმგვარ პაკეტს, რომელიც ყველა მხარისთვის გულისხმობს ძლიერ და ხანგრძლივ მშვიდობას. ამასთან, რუსი დიპლომატი კვლავ ადანაშაულებს ევროპას იმაში, რომ მათი მიზანია, უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივება.
“ჩვენ ვითხოვთ, რომ მიღწეულ იქნებს შეთანხმებათა პაკეთი მყარ, მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობაზე მსოფლიოში – უსაფრთხოების გარანტეიბით, ყველა ჩართული მხარისათვის.
ჩვენი მლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტთან და მის გუნდთან სწორედ ამას ეხება, რათა ამ კრიზისის პირველადი მიზეზები მოიხსნას. დასავლეთ ევროპა კი, როგორც გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებიდან ჩანს, ფიქრობს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე,რათა შეისვენონ და შემდეგ ზელენსკი და მისი რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მოამზადოს. ჩვენ გადავეცით ჩვენს აშშ-ელ კოლეგებს დამატებითი წინადადებები, რომლებიც უსაფრთხოების კოლექტიურ გარანტიებს ეხებოდა. გვესმის, რომ ამაზე მსჯელობისას, არ შეიძლება მხოლოდ უკრაინით შემოვიფარგლოთ”, -აღნიშნა სერგეი ლავროვმა.


