საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებენ.
„დაახლოებით 40 წუთი გვქონდა საკითხის განხილვისთვის, რომელიც ყველას გვაწუხებს“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური განცხადება გაავრცელა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმაც.
„ლიდერებმა შეერთებული შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებების უახლესი ამბები განიხილეს და მიესალმნენ მათ ძალისხმევებს მიაღწიონ სამართლიან და მყარ მშვიდობას უკრაინისთვის, რათა სისისხღვრა დასრულდეს. სამშვიდობო გეგმაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და გაგრძელდება უახლოეს დღეებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერების ცნობით, მხარები შეთანხმდნენ, რომ ახლა კრიტიკული დროა უკრაინისთვის, მისი ხალხისთვისა და ევროატლანტიკური რეგიონის მასშტაბით საერთო უსაფრთხოებისთვის.
