კატეგორიები

კამბოჯისა და ტაილანდის საზღვარზე სამხედრო მოქმედებები განახლდა

კამბოჯისა და ტაილანდის საზღვარზე სამხედრო მოქმედებები განახლდა
კამბოჯისა და ტაილანდის საზღვარზე, სამხედრო მოქმედებების განახლების შედეგად, ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის იძულებით დაოტოვება მოუწია. მხარეებმა ცეცხლი ერთმანეთს 10 დეკემბერს გაუხსნეს.

ტაილანდმა კამბოჯას მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რასაც კამბოჯამ დრონებით უპასუხა. აზიის ქვეყნებს შორის განახლებული ბრძოლების შედეგად, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

ევაკუირებულთა შორისაა 32 წლის კამბოჯელი ლიმ ფინი, რომელსაც საკუთარი სახლის დატოვება მოუწია და ახლა კარავში ცხოვრობს. ლიმ ფინი იმედოვნებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას კვლავ შეძლებს.

„ძალიან მადლიერი ვარ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, რომ მან ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, რომ სახლში დავბრუნება შევძლო. აქ, თავშესაფარში დარჩენა არ მინდა. ეს ძალიან რთულია. სახლში უფრო კომფორტულია. აქ, კარვის ქვეშ, თავშესაფარში ცხოვრება და მიწაზე ძილი რთულია. ასევე ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა შევიძინოთ ის საკვების ყიდვა, რომელიც გვინდა. ამიტომ, აქაურობის სახლთან შედარება შეუძლებელია“, – ამბობს ლიმ ფინი.

69 წლის კანდი ვუთი, რომელიც თავადაც ომის ვეტერანია და ომში ფეხიც დაკარგა ამბობს, რომ ომები უკვე გაუსაძლისია.

„აღარ მინდა ომის ნახვა ან გაგონება. მეცოდება ჩემი პატარა შვილები და შვილიშვილები, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლობენ. ჩემი უმცროსი ვაჟი რეგიონულ ქალაქში სწავლობს. როდესაც ბრძოლები დაიწყო, მის მოსვლამდე მომიწია დაცდა. შემდეგ კი ერთად გავიქეცით“, – ამბობს კანდი ვუტი.

ტაილანდის და კამბოჯის ხელისუფლებები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუადგომლობით იქნა მიღწული და რის შედეგადაც, წელს საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები