გერმანიის კანცლერმა ბერლინში, ნატოს გენერალურ მდივანს უმასპინძლა. მარკ რუტესა და ფრიდრიხ მერცს შორის განხილვის მთავარი თემაა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.
ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საკვანძო თემა ისაა, თუ რა ტერიტორიული დათმობებისთვის არიან მზად მხარეები და დასძენს, რომ ამ მხრივ ნებისმიერი ნაბიჯი, მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია.
ბერლინი გეგმავს, რომ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში შეხვედრა გამართოს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებთან.
ევროპული სახელმწიფოები ახლა ცდილობენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების კურსი მიმართონ მყარი უსაფრთხოებითი გარანტიებისკენ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც.
„გუშინ საღამოს დეტალური საუბრები გვქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, ემანუელ მაკრონთან ერთად განვიხილეთ შემდეგი ნაბიჯები უახლოესი დღეებისთვის.ჩვენ შევთავაზეთ მას დოკუმენტის ფინალიზება აშშ-ის მთავრობასთან ერთად მიმდინარე კვირის ბოლოს.
მთავარ საკითხი ეხება ტერიტორიებსა და დათმობებს, რომელზეც უკრაინა მზადაა წავიდეს. ამ კითხვაზე პასუხი კი უპირველესად უკრაინამ უნდა გასცეს, მისმა პრეზიდენტმა და მისმა ხალხმა. ეს მკაფიოდ ვუთხარით პრეზიდენტ ტრამპსაც.თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მაშინ უქმეებზე შედგება შეხვედრა ამერიკის მთავრობასთანაც.
შემდეგი კვირის დასაწყისში კი უკვე აქ,ბერლინში იმის მიუხედავად მიიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას ამერიკელები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება დოკუმეტის მომზადების ერთობლივ პროცესზე, რაზეც ახლა მუშაობა მიდის.გიშინდელი საურბოდან დამრჩა შტაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ პროცესში ჩვენთან ერთადაა, რადგან იცის,რომ ევროპელების ინტერესებს ასევე უნდა მოუსმინოს”, – აღნინა ფრიდრიხ მერცმა.
“რა თქმა უნდა, გერმანია აგრძელებს უკრაინის მხარდაჭრაში მამოძრავებელ ძალად ყოფნას. თქვენ ეხმარებით უკრაინას რათა დაიცვას მისი სუვერენობა დღეს და თავი დაიცვას მომავალი აგრესიისგან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ აუცილებელი ძალისხმევა რათა ეს ომი ბოლომდე მივიყვანოთ მყარ და ხანგრძლივ მშვიდობამდე”, – თქვა მარკ რუტემ.
