უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდა, სადაც მხარეებმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გზები განიხილეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯია მელონის უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
იტალიაში ვიზიტამდე უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელსა და ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს შეხვდა. როგორც თავად ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ლონდონში შემუშავებულ სამშვიდობო დოკუმენტს მალე აშშ-ში გაგზავნიან.
Today, we already discussed with our negotiating team the results of yesterday’s work in London, which was conducted at the level of the National Security Advisors of our European partners. This was agreed upon yesterday at the leadersʼ level.
We are working very actively on…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 9, 2025
მისივე განცხადებით, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, ახლა კი ჯერი რუსეთზეა. თუმცა ზელენსკი იმასაც ამბობს, რომ კრემლი კვლავ პროცესის გაჭიანურებას ცდილობს და მოსკოვს რეალური მშვიდობა არ სურს.
„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მზად არიან თუ არა რუსეთში ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა სისხლისღვრა შეაჩერონ და არ დაუშვან ომის კვლავ გაჩაღება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე.
