კატეგორიები

კრემლმა ზაპოროჟიასა და ჩერნიჰივს დრონებით შეუტია

კრემლმა ზაპოროჟიასა და ჩერნიჰივს დრონებით შეუტია
იმ დროს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, რუსეთის შეირაღებული ძალები განაგრძობენ უკრაინაზე იერიშები მიტანას.

8 დეკემბრის ღამით კრემლის სამიზნე გახდა ზაპოროჟია, ჩერნიჰივი და ოხტირკა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა არიან დაშავებულები. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა 8 და 9 დეკემბერს უკრაინის მიმართულებით 149 დრონი გაუშვა, რომელთაგან 131 გაანეიტრალეს.

ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, იერიშამდე რუსეთი თავს დაესხა ზაპორიჟიის რეგიონს, რის შედეგადაც ატომურ ელექტროსადგურს დროებით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ბირთვული ობიექტი სწორედ იმტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც უკრაინაში შეჭრიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა და ამჟამად არ ფუნქციონირებს. თუმცა საჭიროა სტაბილური ენერგიის წყარო.

რუსეთმა იერიში მიიტანა  ასევე უკრაინის ჩრდილოეთის ქალაქ ჩერნიჰივზე. რუსული დრონი საცხოვრებელი კორპუსის წინ აფეთქდა, რის შედეგადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დაზიანებულია საბავშვო ბაღის შენობა, ბუნებრივი აირის მილები და ავტომობილები. მიყენებული ზიანისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელმძღვანელი ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთმა დაბომბა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ოხტირკაშიც. ადგილობრივი რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ ჰრიჰოროვის თქმით, დაშავდა 7 მოქალაქე.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები