კატეგორიები

„ევროპა მზადაა, რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

„ევროპა მზადაა, რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი
უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტისას NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გზები განიხილეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

„დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჩვენი წინადადებები განსახილველად არის წარდგენილი. ჩენი მიზანი ძლიერი უკრაინაა, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ უკრაინის სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს და უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს დაცული.

„პრეზიდენტ ზელენსკისა და დამსწრე ლიდერებს ორი მთავარი პრიორიტეტის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია: უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის თავდაცვის მზადყოფნის გაძლიერება. მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ეს ევროპული თავდაცვისთვის გადამწყვეტი ფაქტორია”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ევროპას აქვს რუსეთზე ზეწოლის გააძლიერების ბერკეტები.

„ჩვენი წინადადება რეპარაციების შესახებ კომპლექსურია, მაგრამ ის რუსეთისთვის ომის ხარჯებს ზრდის. წინადადება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ ნაღდი ფულის ბალანსს ეფუძნება. ეს ბალანსი რეპარაციისთვის იქნება გამოყენებული. ამიტომ, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს პუტინი ომს, დაღვრის სისხლს, დახოცავს ხალხს და გაანადგურებს უკრაინის ინფრასტრუქტურას, მით უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს რუსეთს”, – წერს ევროკომისიის პრეზიდნეტი.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები