ბუენოს-აირესის პალერმოს ტყე ძაღლების მოყვარულებით, გაივსო, სადაც მოქალაქეებმა 2300-ზე მეტი ოქროსფერი რეტრივერი მიიყვანეს. მათ მსოფლიო რეკორდის მოხსნა სურდათ, ძაღლების ყველაზე დიდი შეკრების ორგანიზებისთვის.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ინფლუენსერი ფაუსტო დიუპერი იყო, რომელიც სოციალურ ქსელში სწორედ თავისი ძაღლის, ოლის ვიდეოებით გახდა ცნობილი. ფაუსტო ამბობს, რომ ამ შეკრების იდეა ჯერ კიდევ წლების წინ გაუჩნდა, როდესაც ბარსელონაში მსგავს ღონისძიებას თავად ესწრებოდა.
„მთავარი მიზანი რეკორდის მოხსნა იყო. მე მჯერა, რომ ჩვენ ას შევძლებთ. ეს არის რეკორდი, რომელიც ვანკუვერს ეკუთვნის 1,685 ოქროსფერი რეტრივერით. თუმცა, რეკორდის მიღმა, საქმე ეხებოდა ისეთი დღის შექმნას, სადაც შეგვეძლო ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გაგვეზიარებინა ეს სიხარული და ამ ყველაფრისგან სიამოვნება მიგვეღო”, – განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა ფაუსტო დიუპერემ.

ღონისძიების ორგანიზატორსა და მონაწილეებს კანადაში დამყარებული რეკორდის მოხსნა სურთად. მაშინ მოქალაქეებმა 1685 ძაღლის შეკრება მოახერხეს. ჯერ არაოფიციალური მონაცემებით კი ეს მიზანი შესრულებულია. შედეგმა ორგანიზატორთა მოლოდინსაც გადააჭარბა. წინასწარი დათვლით, პალერმოს ტყეში 2397 ძაღლის შეკრება შეძლეს.
„ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, შეგვეკრიბა ლამაზი ჯიშის, ძაღლები, რომლებიც ცნობილი არიან ადამიანებთან განსაკუთრებული კავშირით. და უპირველეს ყოვლისა, ეს მომენტი ბევრ სხვა ძაღლთან გაგვეზიარებინა და არ აქვს მნიშვნელობა რა ჯიშის იქნება ძაღლები. ვფიქრობ, იდეა ძალიან კარგია და, ამ ფონზე, არის რეკორდიც, რომლის გაუმჯობესებასაც ვცდილობთ“, – აცხადებს ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე ნიკოლას ორელანა.

მასშტაბური შეხვედრის ჩასატარებლად, ორგანიზატორებმა ძაღლის პატრონებს სთხოვეს, თან ჰქონოდათ საბელები, საიდენტიფიკაციო ნიშნები, წყალი და სხვა საჭირო არჭურვილობა.
დამსწრეებს ასევე მოუწოდეს, რომ მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვები მიეტანათ, რამაც სადღესასწაულო შეკრებას საქველმოქმედო დატვირთვა შესძინა. ფოტოებისა და თამაშებისა თანხლებით, ღონისძებამ რომელსაც „ოქროს ტალღა“ უწოდეს, პალერმო დღესასწაულის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სცენად აქცია.
