კატეგორიები

„ვოლოდიმირ ზელენსკით ცოტა იმედგაცრუებული ვარ“- დონალდ ტრამპი

„ვოლოდიმირ ზელენსკით ცოტა იმედგაცრუებული ვარ“- დონალდ ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი სამშვიდობო გეგმას დასთანხმდა, თუმცა მისივე შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტს ეს გეგმა „არც კი წაუკითხავს“.

„მისით ცოტა იმედგაცრუებული ვარ“, – ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინადადება უკრაინელი ხალხისთვის მისაღებია.

„ჩვენ ველაპარაკებით ვლადიმერ პუტინს და ველაპარაკებით უკრაინელ ლიდერებს, მათ შორს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჩვენი წინადადება ჯერ არ წაუკითხავს. მჯერა, რომ რუსეთი თანახმაა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ თანახმაა ზელენსკი. მის ხალხს მოსწონს, მაგრამ მას არ წაუკითხავს“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

Related news
„მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი „ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები