მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

დენიელ კრეიგი ისევ დაბრუნდა  ცნობილი დეტექტივის  ბენუა ბლანკის  როლში ფილმიდან „ამოიღე დანები“. შვეიცარიაში  ბაზელის ხელოვნების მუზეუმში მოჩვენება დაძრწის, ხოლო ირლანდიელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა დავ ელისმა ახალი გასაოცარი სადებიუტო ალბომი გამოუშვა.

დეკემბრის მეორე კვირა დაიწყო და წინასაშობაო განწყობამ უკვე ყველაფერი მოიცვა. სადღესასწაულო ბაზრობებზე ხალხმრავლობაა, ჰაერში გლინტვაინის სუნი ტრიალებს და, მართალია, გვარიანად აცივდა, სამაგიეროდ, გაგვიჩნდა საბაბი, რომ თბილ-თბილ ხორცის ღვეზელებს სინდისის ქენჯნის გარეშე შევექცეთ.

მათ, ვისაც ფულის დაზოგვა უნდა, ან უბრალოდ სურს ოჯახურ თავყრილობებსა და საჩუქრების ყიდვას განერიდოს, ამ კვირის კულტურული ცხოვრების ანონსი  ძირითადად მისტიკურ და ისტორიულ თემებს სთავაზობს თავშესაფრის სახით. მაგალითად, ლონდონის „ტეიტ ბრიტანეთის“ (Tate Britain) გალერეა გამოჩენილი ბრიტანელი მხატვრების, პეიზაჟის ჟანრის უბადლო წარმომადგენლების უილიამ ტერნერისა და ჯონ კონსტებლის 250 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს, რომელიც 2026 წლის 12 აპრილამდე გაგრძელდება. გამოფენაზე 170 ნახატია წარმოდგენილი, მათ შორის ტერნერის შედევრი „ლორდთა და თემთა პალატის ხანძარი“, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში საჯაროდ 100 წელზე მეტია არ გამოფენილა.

„ტეიტ ბრიტანეთის“ (Tate Britain) გალერეაში წარმოდგენილია ბრიტანელი მხატვრების, უილიამ ტერნერისა და ჯონ კონსტებლის, ნამუშევრები – Tate Photography (Yili Liu)

ბაზელში ხელოვნების მუზეუმის დარბაზები  ისეთ თემას მასპინძლობენ, რომ  ადამიანს შეიძლება შიშით თავზარი დაეცეს.  გამოფენა „მოჩვენებები – ზებუნებრივი ძალების ვიზუალიზაცია“, რომელიც მომავალი წლის 8 მარტამდე გაგრძელდება, ისევ  ჰელოუინის განწყობას აგრძელებს. გამოფენაზე წარმოდგენილია 160 ვიზუალური ნამუშევარი ხელოვნების ყველა ჟანრში, რაც კი მოჩვენებებზე შექმნილა ბოლო 250 წლის განმავლობაში, იქნება ეს კინოფილმებში გამოყენებული საფრთხობელა თუ ნახატი ჭინკა –  ზოგადად სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მოარული ნებისმიერი შემზარავი ქმნილება.

რაც შეეხება გამოფენებს, პარიზში ორსეის მუზეუმში 11 იანვრამდე მიმდინარეობს მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი გამოჩენილი მხატვრის ჯონ სინგერ სარჯენტის John Singer Sargent გამოფენა „ბრწყინვალე პარიზი“.

ფილმების დროც დადგა. Netflix-ის პლატფორმაზე 12 დეკემბერს გამოვა ნანატრი მესამე ნაწილი ფილმისა „ამოიღე დანები“ (Wake Up Dead Man: A Knives Out Mystery). დეტექტივი ბენუა ბლანკის სერიალიდან „ამოიღე დანები“, რომლის როლსაც ისევ დენიელ კრეიგი ასრულებს, თავისი სამხრეთული აქცენტით კვლავ მოხიბლავს მაყურებელს.


.

გარდა ამისა, ევროპის კინოთეატრებში გავა ბრაზილიური ფილმი „ლურჯი კვალი“ (The Blue Trail), რომლის პრემიერაც წლევანდელ ბერლინალეზე შედგა.

10 დეკემბრიდან Netflix-ზე ისევ გაგრძელდება მექსიკური მელოდრამის „უბედური შემთხვევის“ (The Accident) მეორე სეზონი.


.

11 დეკემბრიდან როეუნ ატკინსონი Rowan Atkinson გაართობს მაყურებელს მინისერიალში „მამაკაცი  ჩვილის წინააღმდეგ“ (Man vs. Baby). ატკინსონის გმირი მულტიმილიონერია, რომელსაც მოულოდნელად მიტოვებულ ჩვილზე ზრუნვა მოუწევს.

რაც შეეხება მუსიკას. უკვე გამოვიდა ირლანდიელი მომღერლის დავ ელისის პირველი ალბომი  – Blizzard, რომელიც, მუსიკის კრიტკოსების აზრით, იმავე რანგის კარგ ახალ მუსიკას სთავაზობს მსმენელს, როგორსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სთავაზობდნენ ირლანდიური ბენდები: Fontaines D.C., CMAT-ი და Kneecap. ელისის სევდიანი სიმღერები კარგი მოსასმენია ცივ დღეებში სეირნობის დროს, როდესაც მზე ჩადის და ფანჯრებში ერთი მეორის მიყოლებით ინთება სინათლე.


.

წლის ეს დრო შესანიშნავია კონცერტის დროს ჩაწერილი ალბომებისთვის.  ბოლო ჩანაწერებიდან გამოირჩევა  ავსტრალიური ბენდის Nick Cave & the Bad Seeds-ის კონცერტის Live God-ის ალბომი და ელექტრონული მუსიკის ჟანრის შემსრულებელი ბენდის Depeche Mode-ის კონცერტი –  Memento Mori: Mexico City.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend