კატეგორიები

„კონსტრუქციული, თუმცა არც ისე მარტივი”, – ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან საუბარზე

„კონსტრუქციული, თუმცა არც ისე მარტივი”, – ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან საუბარზე
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები – ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმრეოვი და გენერალური შტაბის უფროსი, ანდრეი გნატოვი ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლებთან განხილვების შემდეგ ევროპაში ბრუნდებიან.

„მათგან დეტალურ ინფორმაციას ველი ყველაფერზე, რაც ამერიკის წარმომადგენლებს მოსკოვში უთხრეს იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

რუსტემ უმრეოვისა და ანდრეი გნატოვის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან მაიამიში 4, 5 და 6 დეკემბერს გაიმართა.

6 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ტელეფონით ესაუბრა. მისი შეფასებით, საუბარი „კონსტრუქციული, თუმცა არც ისე მარტივი იყო“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ უკრაინისთვის ახალი დიპლომატიური კვირა იწყება. მისივე განმარტებით, მიმდინარე კონსულტაციები გაიმართება ევროპელ ლიდერებთან. იგეგმება უსაფრთხოების საკითხების განხილვა.

„განხილვის საგანი იქნება ჩვენი მდგრადობის მხარდაჭერა და  თავდაცვისთვის მხარდაჭერის პაკეტები – პირველ რიგში, ჰაერის თავდაცვასა და უკრაინის გრძელვადიანი დაფინანსება. რა თქმა უნდა, განვიხილავთ საერთო ხედვასა და ერეთიან პოზიციებს მოლაპარაკებებში. ბოლო დღეებში უკრაინის წარმომადგენლებმა არსებითი დისკუსიები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლებთა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი უკვე მიემართებიან ევროპისკენ.

Related news
უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას კიევი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს ვაშინგტონისა და მოსკოვისგან ელოდება
სხვა ამბები