კატეგორიები

კიტ კელოგის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება „ძალიან ახლოსაა“

კიტ კელოგის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება „ძალიან ახლოსაა“
ამერიკის შეერთევული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება „ძალიან ახლოსაა“.

მისივე განმარტებით, ეს პროცესი ორი მთავარი საკითხის მოგვარებაზეა დამოკიდებული. საკვანძო საკითხები კი, უკრაინის დონბასის რეგიონისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტორსადგურის მომავალია.

„თუ ეს ორი საკითხი გადაიჭრება, ვფიქრობ, ხხვა ყველაფერი კარგად მოგვარდება. ჩვენ ნამდვილად ძალიან ახლოს ვართ“, – განაცხადა კიტ კელოგმა.

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა ისიც, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად გამოწვეული მსხვერპლი „საშინელი და უპრეცედენტოა“ რეგიონული ომისთვის.

დაკავშირებული ამბები
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ აშშ-მა ირანზე დარტყმები გააძლიეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2050 წლისთვის კიბოს შემთხვევების მკვეთრ მატებას პროგნოზირებს
სხვა ამბები