კატეგორიები

კირ სტარმერი ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს

კირ სტარმერი ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უკრაინის პრეძიდენტს დღეს, 8 დეკმებერს უმასპინძლებს.

BBC-ის ცნობით, ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.

სტარმერის მთავრობაში ადასტურებენ, რომ შეხვედრა დღის განმავლობაში გაიმართება. კირ სტარმერის კაბინეტის მინისტრის, პეტ მაკფედენის განცხადებით კი, უკრაინის უსაფრთხოება და თავისუფლება, ლიდერებისთვის დისკუსიის საკვანძო საკითხი იქნება.

მისივე შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარალებები უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით „ნამდვილად გადამწყვეტ ეტაპზეა“.

დაკავშირებული ამბები
ისრაელის მასირებულ იერიშებს ლიბანზე სულ მცირე 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო ზავს პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ
სხვა ამბები