კატეგორიები

ოლიმპიური ცეცხლის გადაცემა

ოლიმპიური ცეცხლის გადაცემა

იტალიელ ორგანიზატორებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი ოფიციალურად გადაეცათ.

საბერძნეთში იტალიელებისთვის ცეცხლის გადაცემის ცერემონია საზეიმო ვითარებაში გაიმართა, სწორედ იმ სტადიონზე, სადაც თითქმის 130 წლის წინ პირველად ჩატარდა თანამედროვე ოლიმპიური თამაშები.

მანამ, სანამ ოლიმპიური ცეცხლი მილანში, სან სიროს სტადიონზე, ჩავა დიდი გზა უნდა გაიაროს – იტალიის 110 პროვინცია, 12 000 კილომეტრი და 63-დღიანი მოგზაურობა.

2026 წელს ოლიმპიური თამაშებს იტალია უკვე მესამედ უმასპინძლებს. ოლიმპიური ცეცხლი კი, ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მოხვდება.

ხოლო პარაოლიმპიური ცეცხლი აინთება მომდევნო წლის 24 თებერვალს ინგლისში, სტოკ მანდევილის საავადმყოფოში. იქ, სადაც პარაოლიმპიადის გამართვის იდეა დაიბადა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები