ჩინელმა მეცნიერებმა წარმატებით გამოიყვანეს ბრინჯის ახალი სახეობა, რომელიც გლობალური დათბობით გამოწვეულ უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას გაუძლებს. მეცნიერებმა კვლევა ავტორიტეტიან სამეცნიერო ჟურნალში, „Cell” გამოაქვეყნეს და ახსნეს გლობალური დათბობის როლი ბრინჯის პლანტაციების შემცირებაში.
„ბრინჯიდან ორი ახალი გენი ამოვიღეთ. გენების რედაქტირების მეთოდებით შეგვიძლია ბრინჯის ახალი ჯიშების გაუმჯობესება. ერთგენიანი მოდიფიკაცია მაღალი ტემპერატურის პირობებში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მაღალი ტემპერატურის პირობებში წარმოების მოცულობას დაახლოებით 50%-ით ზრდის, ხოლო ორმაგი გენის თანამშრომლობითი გაუმჯობესება ბრინჯის მოსავლიანობას დაახლოებით ორჯერ ზრდის”, – თქვა ლინ ჰონგსუანი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ბრინჯში სამამდე გენის მოდიფიცირებაა შესაძლებელი. მათივე თქმით, ამ მარცვლეულში გენების ცვლილება დამოკიდებული იქნება იმაზე თუ სად და როგორ პირობებში იზრდება ის. ისეთ ადგილებში, სადაც ტემპერატურა არც ისე მაღალია, ერთი გენის ცვლილებაც საკმარისი იქნება, ხოლო მეტად ცხელ ადგილებში 2-3 გენის.
„იმ ადგილებში, სადაც ტემპერატურა არც ისე მაღალია, შეიძლება მხოლოდ ერთი გენი შევცვალო, რამაც შეიძლება ხარჯები შეამციროს. ან უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე რეგიონებში ორიდან სამამდე გენის მოდიფიცირება შეგვიძლია. ამ გზით, ერთ გარემოში შედარებით ზუსტი კონტროლის მიღწევა, ხარჯების შემცირება და მაღალი ტემპერატურის პირობებში მოსავლიანობის გაზრდა შეგვიძლია”, – ამბობს მოლეკულური მცენარეთა მეცნიერებების სრულყოფილების ცენტრის მკვლევარი, კან ი.
მკვლევრების აზრით, ეს ცვლილებები ბრინჯის მოსავალს საგრძნობლად გაზრდის.
