კატეგორიები

„უკრაინა მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინა მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან, ერთად კვლავ დუბლინშია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა „მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე“.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მის ადმინისტრაციასა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების „რეალური შანსი“ არსებობს.

„სრულად ვართ ჩართული მოლაპარაკებებში. ყველანაირად ვაძლიერებთ ძალისხმევას. ჩვენი გუნდი ახლა მომდევნო ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს ელის. დღეს უკრაინა მშვიდობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. ნამდვილად არსებობს ომის დასრულების რეალური შანსი“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა იმ შეთანხმების გეგმის განსახილველად, რომელიც, ვაშინგტონის იმედით, თითქმის ოთხწლიან ომს დაასრულებს.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები