კატეგორიები

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი ქარბუქია

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი ქარბუქია

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი ქარბუქია. სტიქიამ რამდენიმე შტატი მოიცვა. ამინდის გაუარესების გამო, შეფერხებულია მოძრაობა და გადადებულია ასობით ავიარეისი.

ქარბუქს თან ახლავს ყინვა. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობა  გააფრთხილეს მასაჩუსეტსში, ნიუ-ჰემფშირში, ვერმონტში, მეინში, კონექტიკუტსა და ნიუ-იორკში. ამინდი განსაკუთრებით აფერხებს ავიამიმოსვლას. ასობით რეისი უკვე გადაიდო ან გაუქმდა.

დიდი ტბების რეგიონში თოვა უკვე შესუსტდა, თუმცა ახალი შტორმი ახლა შუა ატლანტიკისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებს უახლოვდება. ვარაუდობენ, რომ აქ თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს მიაღწევს.

მეტეოროლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

დაკავშირებული ამბები
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ უფლებადამცველს მიენიჭა ბუნების დაცვის წარმატებული მაგალითები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ველური ბუნებისთვის იმედი ჯერ კიდევ არსებობს
სხვა ამბები