კატეგორიები

უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშს 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშს 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, კრემლი კვლავ უტევს უკრაინას – პირველ დეკემბერს რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ დნიპორზე. დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციიის ინფორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე, ხანძარი გაჩნდა 5-სართულიან საცხოვრებელ შენობაში.

თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტის პარიზში ვიზიტის დროს მოხდა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს მართავდა.

დაკავშირებული ამბები
კიევში ებრძვიან 5 აგვისტოს ღამით მომხდარ რუსულ თავდასხმებს მსხვერპლი კიევსა და კიევის ოლქში - რუსული ბალისტიკისგან უკრაინის ცის დაცვა კვლავ ვერ ხერხდება
სხვა ამბები