შერონ სტოუნი, მიკ ჯაგერი, კეიტ ბლანშეტი და სიენა მილერი სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ლონდონის Royal Albert Hall-ში ბრიტანეთის მოდის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.
წლევანდელ ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ ბრიტანელი მომღრალი რეო და ნიგერიელი მომღერალი – ტემსი. შოუს წამყვანი ჰოლივუდის მსახიობი კოლმან დომინგო იყო.
„ალბათ ეს ჩემს თინეიჯერობას უკავშირდება. კომპლექსი მქონდა ჩემი კოჭების გამო. ამიტომ ჩამოშვებულ წინდებს ვიცვამდი. ხანდახან ორ-სამ წყვილსაც კი. რომ ჩემი გამხდარი კოჭები დამემალა. ახალგაზრდობისდროინდელ ფოტოებში კოჭები წინდებით მაქვს დაფარული. მხოლოდ მაშინ გავთავისუფლდი, როცა ვისწავლე, რომ ჩემი გამხდარი ისეთი სხეული უნდა მიმეღო, როგორიც არის“, – განაცხადა მსახიობმა, კოლმან დომინგომ.
წითელ ხალიჩაზე გამოირჩეოდნენ სიენა მილერი და ელი გოლდინგი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რუნი მარა, ლილი ალენი, ნაომი ჰარისი. ბრიტანეთის მოდის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიისას კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ მოდის, მუსიკისა და კინოს ვარსკვლავები.
წითელი ხალიჩა, გამორჩეული სამოსი და ემოციური განცხადებები კიდევ დიდხანს დარჩება წლის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად.

