მთავარიკულტურაჯეინ ოსტინის პოპულარული ნაწარმოების განახლებული ეკრანიზაცია 30 წლის შემდეგ

ჯეინ ოსტინის პოპულარული ნაწარმოების განახლებული ეკრანიზაცია 30 წლის შემდეგ

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის — „გრძნობა და გონების“ — გამოსვლიდან 30 წელი გავიდა. მისი აღდგენილი ვერსია ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში გაუმჯობესებული ხარისხით დაბრუნდება. ჩვენება ფილმის 30 წლის იუბილესა და მწერლის, ჯეინ ოსტინის, 250-ე დაბადების დღეს ეძღვნება.

„გრძნობა და გონება“, რომელიც პირველად 1995 წელს გამოვიდა, ინგლისელი მწერლის ჯეინ ოსტინის 1811 წლის ნაწარმოების ეკრანიზაციაა და XIX საუკუნის ინგლისში მცხოვრებ ორ დაზე — ელინორ და მარიან დეშვუდებზე — მოგვითხრობს. დები იძულებული ხდებიან, დატოვონ საკუთარი სახლი და გადალახონ ფინანსური, თანაც სხვა ცხოვრებისეული სირთულეები. სიუჟეტი მათ სიყვარულის ისტორიასაც ეხება.

ფილმში მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობენ. რეჟისორი ენგ ლია, სცენარის ავტორი კი ემა ტომპსონია, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟსაც განასახიერებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ქეით უინსლეტი, ჰიუ გრანტი, გრეგ ვაისი და ალან რიკმანი.

„ვფიქრობ, ჯეინ ოსტინი გამორჩეულია: ერთი მხრივ, მისი შემოქმედება ცინიკური სოციალური სატირაა — ძალიან სასაცილო; ხოლო მეორე მხრივ, ოჯახური და რომანტიკული დრამაა, რომელიც გულწრფელი სითბოთი არის სავსე. ვფიქრობ, ზუსტად ასეთი არის ჩემი ხედვაც სამყაროზე“, — ამბობს რეჟისორი ენგ ლი.

„გრძნობა და გონება“ ეკრანზე არაერთხელ დაბრუნებულა. ფილმის ახალი ვერსიის ჩვენება ამერიკის შეერთებულ შტატებში 14, 15 და 17 დეკემბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend