მთავარიევროპაუკრაინასამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთი კვლავ უტევს უკრაინას

სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთი კვლავ უტევს უკრაინას

სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინაზე. 30 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე, 19 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა არმიამ კიევის რეგიონის ქალაქ ვიშოროდში, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბა, რის შედეგად ნაგებობის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ. შენობიდან 146 მცხოვრების ევაკუაცია გახდა საჭირო.

კრმელმა უკრაინაზე შაბათს, 29 ნოემბერსაც მიიტანა საჰაერო იერიში, რა დროსაც კიევში 3 მშიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, გასულ უქმეებზე რუსეთმა უკრაინას 122 სადესანტო დრონითა და ბალისტიკური რაკეტით შეუტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend