მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ესპანეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

30 ნოემბერს ესპანეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა – მადრიდის ქუჩებში ქვეყნის მემარჯვენე სახალხო პარტიის ათიათასობით მხარდამჭერი გამოვიდა და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის გადადგომა მოითხოვა.

მასშტაბური სპროტესტო დემონსტრაცია მას შემდეგ გაიმართა, რაც სანჩესის მთავრობის წევრს, ტრანსპორტის ყოფილ მინისტრ ხოსე ლუის აბალოსს 27 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეეფერდა, ავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით.

კორუფციის ამ სკანდალმა ბოლო კვირების განმავლობაში ესპანეთის მთავრობის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა. აქციაზე ქვეყნის სახალხო პარტიის ლიდერმა პედრო სანჩესს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

„ეს არ არის ერთადერთი შეცდომა. ეს არც ფეხის წაბორძიკებაა. საქმე არ ეხება ორ ან სამ კორუმპირებულ ადამიანს. პრობლემა მთავრობის სისტემა და მისი მექანიზმებია. ასევე ის,  თუ როგორ მოდიან ისინი ხელისუფლებაში და როგორ ინარჩუნებენ ძალაუფლებას. ესპანეთის მთავრობა პოლიტიკურ კორუფციაშია გარეული. ეს არის ეკონომიკური, ინსტიტუციური, სოციალური და მორალური კორუფცია. მათი წევრები გისოსებს მიღმა უნდა იყვნენ, დანარჩენებიც უნდა გადადგნენ მთავრობიდან”, – განაცხადა „ესპანეთის სახალხო პარტიის“ ლიდერმა, ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend