მთავარიმსოფლიოაშშ-უკრაინის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად

აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად

უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჟენევის შემდეგ აშშ-ში გაგრძელდა.

შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციები ფლორიდაში შეხვდნენ და როგორც მხარეებმა განმარტეს, მოლაპარაკებები „ძალიან პროდუქტიული“ იყო.

„ჩვენი მიზანი ომის დასრულებაა. თუმცა ეს მიზანი, ომის დასრულებაზე მეტიც არის. ჩვენ არამხოლოდ ომის დასრულება გვსურს, არამედ გვინდა, სამუდამოდ იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის უსაფრთხოება და რომ აღარასოდეს შეიჭრან მის ტერიტორიაზე“,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

უკრაინის მხრიდან, დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი. მან ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.

„ვმსჯელობთ უკრაინის მომავალზე. განვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის. შეერთებული შტატები ძალიან გვეხმარება“, – განაცხადა რუსეტემ უმეროვმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend